Skip to main content
GTAGRI

საწამლი აპარატები

სასოფლო-სამეურნეო საწამლი აპარატები ფართოდ გამოიყენება მცენარეთა დაცვისთვის და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას თანამედროვე აგრონომიაში. ისინი გამოიყენება მცენარეებზე სხვადასხვა პრეპარატის – პესტიციდების, ჰერბიციდებისა და ფუნგიციდების – თანაბრად გადანაწილებისთვის. საწამლი აპარატები უზრუნველყოფს მცენარეთა ეფექტურ დაცვას მავნებლებისა და დაავადებებისგან, ამცირებს სარეველების გავრცელებას, ზრდის მოსავლიანობას და აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს. მათი გამოყენება ხელს უწყობს რესურსების რაციონალურ ხარჯვას და ამარტივებს დიდი ფართობების დამუშავებას. ამიტომ საწამლი აპარატები ერთ-ერთი აუცილებელი ტექნიკური საშუალებაა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

საწამლი აპარატების ბრენდის  Bertoud ლოგო

BERTHOUD

ფრანგული ბრენდი Berthoud წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს სასოფლო-სამეურნეო შესასხურებელი ტექნოლოგიების სფეროში. 125 წელზე მეტი გამოცდილებით, Berthoud-ის აპარატები გამოირჩევა ინოვაციური სატუმბი სისტემებითა და მაქსიმალური სიზუსტით. ბრენდი სთავაზობს ფერმერებს უმაღლესი გამძლეობისა და ეფექტურობის დანადგარებს, რომლებიც ადაპტირებულია ნებისმიერი ტიპის კულტურასა და რელიეფზე.

კატალოგის ნახვა
მოითხოვე ზარი
საწამლი აპარატები ბრენდის ლოგო CIMA

CIMA

იტალიური ბრენდი CIMA 50 წელზე მეტია ლიდერია მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო დანადგარების წარმოებაში. კომპანიის ატომიზატორები და დამტვერავები გამოირჩევა ინოვაციური შეფრქვევის სისტემით, რაც უზრუნველყოფს მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტურ და ეკონომიურ გამოყენებას. CIMA — ეს არის ხარისხი, გამძლეობა და გარანტირებული შედეგი თანამედროვე ფერმერებისთვის.

კატალოგის ნახვა
მოითხოვე ზარი