სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა: ტრაქტორის ჰიდრავლიკა და ტვირთამწეობა

05.02.26 02:33 PM - By g.megrelidze@gtgroup.ge

რას ნიშნავს ტრაქტორის სარქველები, წარმადობა და ტვირთამწეობა რეალურ მუშაობაში

ტრაქტორის ჰიდრავლიკური სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში. სწორედ ჰიდრავლიკა უზრუნველყოფს აგრეგატების აწევას, მართვას და სტაბილურ მუშაობას. მისი სწორად გაგება საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ტრაქტორის შესაძლებლობები და თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები.

რა არის ტრაქტორის ჰიდრავლიკა და რატომ არის მნიშვნელოვანი

ჰიდრავლიკური სისტემა მუშაობს ზეწოლის ქვეშ მყოფი ზეთის საშუალებით და უზრუნველყოფს:

  • აგრეგატების აწევასა და დაწევას
  • სამუშაო სიღრმის რეგულირებას
  • დანამატების სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას

თუ ჰიდრავლიკა სუსტი ან არასწორად შერჩეულია, ტრაქტორი ვერ შეძლებს აგრეგატებთან სრულფასოვან მუშაობას, მიუხედავად ცხენის ძალისა.

ჰიდრავლიკური სარქველები – რას ნიშნავს მათი რაოდენობა

სარქველები განსაზღვრავს, რამდენი ჰიდრავლიკური ფუნქციის ერთდროულად მართვა შეუძლია ტრაქტორს.

სარქველების რაოდენობა პრაქტიკაში:

  • 1–2 სარქველი: მცირე მეურნეობები, მარტივი აგრეგატები
  • 3–4 სარქველი: საშუალო მეურნეობები, მრავალფუნქციური დანამატები
  • 5 და მეტი სარქველი: დიდი მეურნეობები, რთული და კომბინირებული აგრეგატები

რაც მეტი სარქველია, მით მეტი მოქნილობა აქვს ოპერატორს სამუშაო პროცესში.

ჰიდრავლიკის წარმადობა – რატომ არის ლიტრი წუთში მნიშვნელოვანი

ჰიდრავლიკური წარმადობა აჩვენებს, რა რაოდენობის ზეთს ამუშავებს სისტემა ერთ წუთში (ლ/წთ).

  • დაბალი წარმადობა გულისხმობს - ნელ მუშაობს და უზუსტობას.
  • მაღალი წარმადობა გულისხმობს სწრაფ და ზუსტი მუშაობას.

როდის არის მაღალი წარმადობა აუცილებელი:

  • წნეხამკრეფის გამოყენებისას
  • მისაბმელი ტექნიკის დროს
  • ჰიდრავლიკურად აქტიური აგრეგატებისთვის როდესაც აგრეგატი არის მრავალ ფუნქციური.

მაღალი წარმადობა ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს სისტემის ცვეთას და გადახურებას.


უკანა ტვირთამწეობა – რას ნიშნავს რეალურ სამუშაოში

უკანა ტვირთამწეობა მიუთითებს, რა წონის აგრეგატის აწევა შეუძლია ტრაქტორს.

საშუალო მაჩვენებლები:

თუ აგრეგატის წონა აღემატება ტვირთამწეობას, იზრდება როგორც ტექნიკის დაზიანების ასევე აგრეგატის დაზიანების რისკი.

წონის ბალანსი და წინა სიმძიმეების მნიშვნელობა

მძიმე უკანა აგრეგატების გამოყენებისას აუცილებელია წონის ბალანსის დაცვა.

წინა სიმძიმეები: 

» აუმჯობესებს მოჭიდებას

» ზრდის მართვის სტაბილურობას

» ამცირებს საბურავების მოცურებას


საშუალო ტრაქტორებისთვის რეკომენდებულია 200–600 კგ, ხოლო მაღალი სიმძლავრის ტრაქტორებისთვის 800–1450 კგ წინა სიმძიმე.


ყველაზე გავრცელებული დარღვევები ჰიდრავლიკური სისტემის მიმართ.

  • აგრეგატის გამოყენება ჰიდრავლიკური მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე
  • ზედმეტი დატვირთვა
  • არასწორი ზეთის გამოყენება
  • რეგულარული შემოწმების უგულებელყოფა

ამ შეცდომებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიდრავლიკური სისტემის დაზიანება და სამუშაოს შეფერხება.

GT Agri-ს პრაქტიკული რჩევა

 ჰიდრავლიკა არის სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს თქვენს მეურნეობას, არა მხოლოდ ტრაქტორს. GT Agri გთავაზობთ კონსულტაციას ტრაქტორისა და აგრეგატების ჰიდრავლიკური შესაბამისობის დასადგენად, ასევე სრულ სერვისსა და ორიგინალ ნაწილებს.