როგორ შევარჩიოთ სწორი ტრაქტორი ჩვენი მეურნეობისთვის?

05.02.26 02:14 PM - By Beka jikurishvili

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში სწორი ტრაქტორის შერჩევა ნებისმიერი ფერმერისთვის გადამწყვეტი ნაბიჯია. თუ ტექნიკა ზუსტად შეეფერება თქვენს მიწის ფართობს, სამუშაოების ტიპს და კულტურას, მიიღებთ მაქსიმალურ პროდუქტიულობას, საწვავის ეკონომიას და ნაკლებ ცვეთას. ქვემოთ განხილული დეტალები დაგეხმარებათ იდეალური ტრაქტორის შერჩევაში თქვენი მეურნეობის საჭიროებებიდან გამომდინარე.

მიწის ფართობი და სამუშაოს ტიპი

ტრაქტორის შერჩევისას პირველ რიგში უნდა განისაზღვროს მეურნეობის ზომა და ის სამუშაოები, რომელთა შესრულებაც ტრაქტორს დაეკისრება. ტრაქტორის სიმძლავრე უნდა შეესაბამებოდეს  იმ დატვირთვას, რომელსაც თქვენი ნაკვეთები მოითხოვს ზედმეტად სუსტი მოდელი ვერ უზრუნველყოფს ეფექტურ მუშაობას, ხოლო ზედმეტად ძლიერი ტრაქტორი გამოიწვევს არასაჭირო საწვავისა და მოვლის ხარჯებს. 


​• მცირე მეურნეობები (5 ჰა-მდე): კომპაქტური, მარტივად სამართავი ტრაქტორი 25–50 ცხ.ძ.
• საშუალო მეურნეობები (10–50 ჰა): უნივერსალური ტრაქტორი 50–110 ცხ.ძ., რომელიც გაუმკლავდება ძირითად სამუშაოებსა და დანამატებს. 
• დიდი მეურნეობები (50+ ჰა): მაღალი სიმძლავრის (110 ცხ.ძ.+) ტრაქტორები მძიმე აგრეგატით  ფართონაკვეთების დასამუშავებლად. 

კულტურის ტიპი

ტრაქტორის შერჩევისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ის კულტურა, რომელსაც ამუშავებთ. სხვადასხვა ტიპის კულტურას განსხვავებული ნიადაგი, მანევრირების სივრცე და ტექნიკური მოთხოვნა აქვს.


ბაღები და ვენახები

» ვიწრო, დაბალპროფილური მოდელები (იდელაური მაგალითი - New Holland T4 სერია) მარტივი მანევრირებისთვის.


მარცვლეული კულტურები

» მაღალი ცხენის ძალა, ძლიერი მოჭიდება და ფართო საბურავები მძიმე ნიადაგზე მუშაობისთვის


ბოსტნეული და სპეციალიზებული კულტურები

» ზუსტი ჰიდრავლიკური კონტროლი და რეგულირებადი სიჩქარეები დელიკატური ოპერაციებისთვის



დამატებითი ტექნიკური პარამეტრები

ტრაქტორის შერჩევისას მხოლოდ სიმძლავრე და ზომა არ არის გადამწყვეტი – არსებობს რიგი ტექნიკური დეტალები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს მის ეფექტურობაზე და უსაფრთხოებაზე.


ჰიდრავლიკური სისტემა და სარქველები – განსაზღვრავს, რამდენ აგრეგატთან შეუძლია ტრაქტორს ერთდროულად მუშაობა. მცირე მეურნეობებისთვის საკმარისია 1-2 სარქველი, ხოლო საშუალო და დიდებისთვის 3-5 სარქველი, რაც ზრდის მოქნილობას და ეფექტურობას.

 

წინასიმძიმეები - უზრუნველყოფს წონის ბალანსს, აუმჯობესებს მოჭიდებას და ამცირებს საწვავის დანახარჯს. საშუალო სიმძლავრის ტრაქტორებისთვის ოპტიმალურია 200–600 კგ წინა სიმძიმე. დიდი სიმძლავრის ტრაქტორებისთვის 800-1450 კგ

 

უკანა ტვირთამწეობა  - აჩვენებს, რა წონის იარაღის აწევა შეუძლია ტრაქტორს. მცირე მეურნეობებისთვის საკმარისია 1.5–2.5 ტ, საშუალო 3–5 ტ ხოლო დიდი მეურნეობისთვის 8.5-10.5ტ


საბურავების ზომა - შერჩეული უნდა იყოს ნიადაგისა და სამუშაო ტიპის მიხედვით: ვიწრო საბურავები ვენახებისთვის, ფართო საბურავები მძიმე ნიადაგისთვის. სწორად შერჩეული ზომა ზრდის სტაბილურობას და ამცირებს საწვავის ხარჯს.


ჰიდრავლიკის წარმადობა - განსაზღვრავს, რა სიჩქარით მუშაობს სისტემა. მაღალი წარმადობა საჭიროა მაშინ, როცა ტრაქტორი იყენებს დიდ ან მრავალფუნქციურ აგრეგატებს, წნეხამკრეფს ან სხვა მრავალფუნქციურ დანამატებს; ის ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს ცვეთას.

ტექნოლოგია, კომფორტი და სერვისის მხარდაჭერა

ტექნიკის შიდა შესაძლებლობები და მომსახურება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი სიმძლავრე.


» გადაცემათა კოლოფი  PowerShift ან CVT სისტემები უზრუნველყოფენ საწვავის ეკონომიასა და მართვის სიმარტივეს.

» უსაფრთხოება და კომფორტი : ფართო კაბინა, კარგი ხილვადობა, დაბალი ვიბრაცია და კონდიცირება ზრდის ოპერატორის პროდუქტიულობას.

» სერვისის ხელმისაწვდომობა: აირჩიეთ პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს ორიგინალ ნაწილებსა და პროფესიონალურ მომსახურებას.


GT Group-ის ოფიციალური სერვის ცენტრები საქართველოში უზრუნველყოფენ ტექნიკურ შემოწმებას, დროულ მომსახურებას და საგარანტიო პირობების სრულ მხარდაჭერას.

ხშირად დაშვებული შეცდომა ტრაქტორის არჩევისას

• მხოლოდ ფასზე ორიენტირება 

• ზედმეტად მაღალი სიმძლავრის შერჩევა 

• ჰიდრავლიკის უგულებელყოფა 

• საბურავების შეუსაბამო ტიპი  

• სერვისის უხარისხო ხელმისაწვდომობა 

ტრაქტორის სწორად შერჩევა დიდ გავლენას ახდენს მეურნეობის პროდუქტიულობაზე, ხარჯებზე და ტექნიკის გრძელვადიან, ეფექტურ მუშაობაზე. 

თუ გჭირდებათ დახმარება იდეალური მოდელის შერჩევაში - GT Group-ის სპეციალისტები მზად არიან დაგეხმარონ.