ღონისძიებები
გაეცანით ჯი-თი გრუპის მიერ პარტნიორ ფერმერებთან და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებთან ერთად ჩატარებული შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ ვრცელ ინფორმაციას.
ფერმერის დღე, 2024
ფერმერის დღე ნიუ ჰოლანდთან ერთად GT GROUP -ის ორგანიზებით ქ. სიღნაღში ჩატარდა New Holland-ის საბაღე-სავენახე ტექნიკის პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები გაეცნენ BRAUD 9000 სერიის ყურძნის საკრეფ კომბაინს, მისი მუშაობის პრინციპსა და გამორჩეულ ფუნქციებს.
FJDynamics-ის ბრენდის თვითმართვადი საჭის პრეზენტაცია
ლაგოდეხში გაიმართა FJDynamics-ის ბრენდის თვითმართვადი საჭის პრეზენტაცია, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ უშუალოდ მუშაობაში გაცნობოდნენ პროდუქტს და გამოეცადათ ის.
პროდუქტი აღჭურვილია მრავალფეროვანი ფუნქციებით, მათ შორის: ოფციური ავტომატური მობრუნების სისტემით, სმარტ ბილიკის დაგეგმვის სისტემით სხვადასხვა სცენარისთვის, ვირტუალური ტერმინალითა და დავალების კონტროლერით.
მსგავსი თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი FJD-ს თვითმართვადი საჭე ამცირებს გამოტოვებული ადგილების მოცულობას და გადაფარვებს, ფერმერებს აძლევს საშუალებას, რომ იმუშაონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს და დაზოგონ ოპერირების დრო და ხარჯები.







