რატომ ჩვენი სერვისცენტრი?
მრავალწლიანი სანდოობა, პრემიუმ ხარისხი და მაღალკვალიფიციური სერვისი
ოფიციალური გარანტია და სანდოობა
ჯი-თი გრუპში შეძენილ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ოფიციალურ საგარანტიო პირობებს მიიღებ. შედეგად შეძენილი ტექნიკის მეტი ეფექტურობით გამოყენების შესაძლებლობას მიიღებთ, ექსპლუატაციის ვადა კი მნიშვნელოვნად გახანგრძლივდება.
მწარმოებლის მიერ დადგენილი სტანდარტების მომსახურება
ჯი-თი გრუპის სერვის ცენტრები საქართველოს მასშტაბით ოფიციალური მწარმოებლების მიერ დადგენილისტანდარტებით მუშაობენ, ჩვენს სერვის ცენტრებში დასაქმებული პროფესიონალი სპეციალისტები კი მუდმივად გადიან გადამზადებას, სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს უმაღლესი უწყვეტად ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფისთვის.
თანამედროვე დიაგნოსტიკა, ორიგინალი ნაწილები და სპეციალური ფასები
ჯი-თი გრუპის სერვის ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე სპეციალური ხელსაწყოებითა და უახლესი დიაგნოსტიკის აპარატურით, რაც უზრუნველყოფს თქვენი ტექნიკის მოვლის უფრო სწრაფი, მარტივი და სანდო გზების შემოთავაზებას. ამასთან ორიგინალ და ქარხნულ სათადარიგო ნაწილებზე სპეც ფასებს მიიღებთ, რაც ტექნიკის მოვლას კიდევ უფრო სანდოსა და ხელმისაწვდომს ხდის.
