Skip to main content
GTAGRI
  • უმაღლესი ხარისხის
    სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა

    შეარჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული, ინდუსტრიაში მოწინავე ბრენდების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და გახადეთ ყოველდღიური სამუშაო პროცესი მარტივი, ზუსტი და შედეგზე ორიენტირებული
    შეარჩიე პროდუქცია

ჩვენი პროდუქცია

სანდო და ეფექტური ტექნიკა სასოფლო-სამეურნეო საჭიროებებისთვის.

რატომ ჩვენ ?

მრავალწლიანი სანდოობა, პრემიუმ ხარისხი და ყოვლისმომცველი სერვისი

20+ წელი გამოცდილება

20 წელზე მეტია GT Group საქართველოს ბაზარზე საქმიანობს როგორც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმსხვილესი მომწოდებელი. ჩვენი რეპუტაცია გამყარებულია ჩვენი პარტნიორი ათასობით ქართული კომპანიისა თუ ფერმერის წარმატების ისტორიით, რომელსაც ერთად მივაღწიეთ.

საერთაშორისო აღიარება

GT Group წარმოადგენს ისეთი მსოფლიო დონის ბრენდებს, როგორიცაა New HollandKuhnGregoire და სხვები, რაც ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ საუკეთესო ხარისხის ტექნიკას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს და საერთაშორისო სტანდარტების გარანტიას.

გულისხმიერი პარტნიორობა

GT Group-ში ჩვენ ვუსმენთ თითოეული მომხმარებლის უნიკალურ გამოწვევებსა და საჭიროებებს, და ვთავაზობთ ყველაზე ოპტიმალურ და სასარგებლო გადაწყვეტას თითოეული მოცემულობისთვის.

ჩვენი პარტნიორები

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წამყვანი საერთაშორისო ბრენდები

ვლოგი

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ტექნიკას სთავაზობს GT GROUP მომხმარებლებს?

ჩვენ გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, მათ შორის: ტრაქტორებს, კომბაინებს, მისაბმელებს, აგრო-რობოტებსა და სხვა სპეცტექნიკას, ასევე ჭკვიანი სოფლისთვის საჭირო ინოვაციურ მოწყობილობებს.

როგორ ხდება ტექნიკის შეძენა?

ტექნიკის შეძენა შესაძლებელია როგორც ჩვენს შოურუმებში, ისე ონლაინ შეკვეთის გზით. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ან ეწვიეთ ჩვენს ფილიალებს.

გაქვთ თუ არა სერვის ცენტრები რეგიონებში?

ჩვენი სერვის ცენტრები ამ ეტაპზე ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში. ორივე ლოკაციაზე გელოდებათ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, სრულფასოვანი მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა.

სამუშაო საათები - ორშაბათი - შაბათი / 10:00 – 18:00

თბილისი - დავით აღმაშენებლის ხეივან #216

ბათუმი - სულხან საბა ორბელიანის ქუჩა #21

როგორ ხდება ტექნიკური მომსახურების მიწოდება?

ტექნიკური მომსახურების მიწოდება ხდება მოქნილი ფორმატით - საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მობილური ჯგუფები მომსახურებას გაგიწევენ ადგილზე, ან შეგიძლიათ ტექნიკის ჩვენს სერვის ცენტრებში ჩამოყვანა და შესაბამისი მომსახურება მიღება.

რა გარანტიას იძლევა GT GROUP?

ჩვენთან შეძენილ ყველა ორიგინალ სათადარიგო ნაწილზე გთავაზობთ 6 თვიან გარანტიას. ტექნიკასთან დაკავშირებული საგარანტიო პირობები განსხვავებულია კონკრეტული მოდელისა და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გაყიდვების მენეჯერს 595 911 669

როგორ შევუკვეთო სათადარიგო ნაწილები?

ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ როგორც სათადარიგო ნაწილების შერჩევაში, ისე შეკვეთის ოპერატიულად დამუშავებაში.

სათადარიგო ნაწილების შესაკვეთად შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა ელექტრონული ფოსტაზე - info@gtgroup.ge  ან დაუკავშირდეთ ნაწილების დეპარტამენტს ნომერზე - 551 417 773

კონტაქტი

  • აირჩიე განყოფილება *